საიტზე შემოსვლა

კალენდარი
«  July 2008  »
SuMoTuWeThFrSa
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Friday, 26/Apr/2024, 2:36 PM
Home » 2008 » July » 03
მე გამოვართვი ახალშობილ დემონს ლიმონი
და ჭიქა ღვინით დავულოცე პატარა რკები.
მე ჯოჯოხეთში თვით სატანაც კი დავიმონე,
მაგრამ ქალის სულს ვერ შევუკეცე გაშლილი ფრთები.

მე გამოვართვი ცის ანგელოზს წითელი ვაშლი
და ჭიქა ღვინით დავულოცე ლურჯი თვალები.
მე თავად უფალს გავეჯიბრე ლექსების თქმაში
და დავდიოდით მე ზეცა ნასვამ მთვრალები,

მე ვთხოვე სიკვდილს ორიოდ წამი, რომ
ფილტვებს ხარბად ჩაესუნთქა მსუბუქი ქარი.
მე კაცის საიდუმლო მთლიანად ვცანი,
მაგრამ ვერაფრით შევისწავლე ცისფერი ქალი.
ქალს ვერ ვიმონებ....გამოვართმევ დემონს ლიმონებს,
დაველოდები სანამ თვით ქალი არ დამიმონებს.

Views: 749 | Added by: shockunia | Date: 03/Jul/2008 | Comments (0)

მეგობარი ანგელოზი ჩემი

უცნაური ხარ მასზე მეტად ვიდრე მეგონე,
გაშტერებული მზეს დაუწყებ ხოლმე ლაპარაკს.
მე გელოდები სამრეკლოსთან დაღლილ ბავშვივით,
შენ- მწუხარებით მიუყვები ქვიან შარა- გზას.

სევდიანი ხარ, უფრო მეტად, ვიდრე მეგონე,
წვიმის წვეთებში გარევ ხოლმე მიმალულ ცრემლებს,
დაკონკილ ჯვალოს გადაიცმევ გლეხი კაცივით.
ფერებ -ფერებით შემოუვლი დიდგულ მთა-ველებს.

დარდიანი ხარ უფრო მეტად, ვიდრე მეგონე,
რომ დაგაცალოს ამ საწუთრომ,- დაცლი ყველა ქვევრს,
ბახუსიანი ჩამოჯდები სადმე ხის ძირას,
და აატირებ მადლმოსილო უმადურ სვე - ბედს.

ბედნიერი ხარ უფრო მეტად, ვიდრე მეგონე,
შენ არ უჩივი მოძალებულ მოყვარეს მტრისას,
შენ დაგინთია სიყვარული სხვათა გულებში,
თვით ცისარტყელა ჩამოგიწნავს შვიდფერა, ციდან.


მოსულხარ ქვეყნად, გაგითელავს შენ სიმარტოვე
დარდიანო და სევდიანო, მფარველო ჩემო
ნუ მიმატოვებ.....
Views: 753 | Added by: shockunia | Date: 03/Jul/2008 | Comments (0)

დღეო მოღუშულხარ, მაგრამ
ბევრჯერ იყავ მზის სხივებით სავსე,
სულო, გაგაფრენდი, მაგრამ
მერე სხეულს რა პასუხი გავცე?
თვალო, გაგახელდი,მაგრამ
ვით დავუძვრე ამდენ ღიმილს მაცდურს?
სულო გაგაგდებდი, მაგრამ
რა გაუძლებს ყველას ხელის ფათურს?
მიწავ, ვერაგი ხარ, მაგრამ
ხარ ასეთი სილამაზის დედაც,
გრდემლო,ნამგალს ჭედავ, მაგრამ
მაჯის სიმსხო ბორკილებსაც ჭედავ.
სევდავ, დაგახრჩობდი, მაგრამ
სიხარულსაც შენს მერე აქვს ფასი,
სიტყვავ, აგკუწავდი, მაგრამ
ბევრჯერ იყავ მახვილივით ბასრი,
ხელო, დაგმუშტავდი, მაგრამ
მერე ნაცნობს სალამს როგორ მივცემ,
ფრთებო, შეგიბამდით, მაგრამ
საზღვარს მაინც ვერ უპოვი სივრცეს....
Views: 822 | Added by: shockunia | Date: 03/Jul/2008 | Comments (0)

რა საჭიროა ბეჭდები, ჩვენ ხომ
დიდიხანია, გადავცვალეთ ჩვენი გულები
და ახლა ისე ცხადად ვგრძნობთ
ერთმანეთში სიცოცხლის ჩქეფას,
ჩემს საგულეში, თითქოს შენი ვაჟკაცური
გული ფეთქავდეს,
შენში კი ჩემი- შეშინებული პაწაწინა...
რა საჭიროა ოქრო, როდესაც
შემიძლია შესაგრძნობად ხელი დავიდო
და საგულედან შენმა გულმა უცებ გამათბოს...


/ნინო ნეკერიშვილი/
Views: 1157 | Added by: shockunia | Date: 03/Jul/2008 | Comments (2)

მინდა რომ შენი ტუჩების გემო
გაიგოს ჩემმა მომლაშო კანმა
ყელმა და მკერდმა,ბაგების ფერმა
მხარმა და მკლავმა, შიშველმა ტანმა...
მინდა რომ ძალა გავარდეს ტალღად,
გაასხას ოფლად,დაიწვას სანთლად,
მინდა რომ ხმაში გაჟღერდეს თრთოლა
სეტყვა და თოვა,ერთობის გლოვა...
მინდა რომ შეკრთეს სინაზით ხელი
შერცხვეს მზის სხივში მოქნილი წელი
მინდა რომ იწვას კანკალით სახე
იშვას და გაქრეს უნდობის მახე...
მინდა რომ თოვდეს...
მინდა რომ ქროდეს...
მინდა რომ გახლიჩოს ცა...
უბედობით გახსნილი გული
მინდა რომ თრობდეს,
დამთვრალი გული რომ უღვინობდეს..
ილტვოდეს, იწვოდეს,სურვილებს გმობდეს,
კრთებოდეს, კვდებოდეს,
ცოცხლობდეს, შობდეს...
Views: 634 | Added by: shockunia | Date: 03/Jul/2008 | Comments (0)

ჩემში გაიღვიძა ნაზად გაზაფხულმა
გუ
ლი
გამითბო და-
სუ
ლი
გამინათა...
ლურჯმა ყვავილებმა სითბო ჩამიღვარა
ოცნე
ბა
ჩამისახა და-
ფიქ
რი გამილაღა...
ისევ იზეიმა გულში ამ ჩემ გრძნობამ
დარ
დი
წაიღო და-
წყე
ნა
გამიქარვა...
და წამი წუთში სწრაფად გაიყვანა...
Views: 676 | Added by: shockunia | Date: 03/Jul/2008 | Comments (0)

ურითმო ლექსების ზღვაში
ვიპოვე იმდენი რითმა
ნუშის ყვავილებად შევკარ
და ჩანაფიქრად გითხარ--
სათქმელს ვეღარ გიმხელ იცი?
მარტივით გიჟია გული
ავღელდი, გავგიჟდი და მთელი
ოცნება გიძღვენი სრული.
იგრძენი ფოთლების სუნი?
ბუჩქთან ამოსული ია
ისეთი სათნოა გული
რომ თითქოს უნდილია.
გილოცავ! შენია დილა და
ღამეც შენია მთელი,
ქალიც შენია და მისი
ალერსიც შენია წრფელი.
მოდი, აყვავილდა ნუში
უშენოდ მძიმეა ყოფნა-
მოდი, ჩამიკარი გულში
ჩურჩულით მინდა რომ გითხრა:
-მაჩუქე სულ ერთი წამი და
საუკუნო გრძნობა და
მერე რამდენი, რამდენი,
რამდენი უთქმელი სიტყვა....
თქმა მინდა იმდენი რამის-
დამატყდა ამდენი რითმა...
და მგონი შევძელი --ხომ იცი
ხომ მიხვდი რაც მინდა გითხრა???????
Views: 883 | Added by: shockunia | Date: 03/Jul/2008 | Comments (0)

Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz