Login form

კალენდარი
«  May 2024  »
SuMoTuWeThFrSa
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ლექსის ძებნა

თავფურცელი

რეგისტრაცია

შესვლა
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Friday, 03/May/2024, 12:03 PM
ეს გაზაფხული მოვიდა ისე,
ვერ მოვასწარი გამოღვიძება.
გადაყოლილი ნაზამთრალ სიზმრებს
ქუჩებში თბილი ღამე ირწევა.

მე გამახსენდა ძველი ტკივილი,
მტკიოდი მართლა, თუ მე ვინატრე?
და ჭრილობიდან ცისკრის სხივივით
ამოდოდა შენი სინათლე.

/ა. სულაკაური/

Views: 3515 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (2)

მორჩა! დღეიდან ლოთობას ვიწყებ,
დარდებს გავანდობ ყანწებს ღვინიანს,
სიკვდილ-სიცოცხლის დუელში გიწვევ
და ქალი რომ ვარ არ მეშინია.
მოგაფრქვევ ღვინის საოცარ სურნელს,
ბახუსის ეშხით განატაცები,
ქალები მაშინ თვრებიან თურმე,
როცა ფხიზლობენ მამაკაცები.
დღეიდან ხელი ავიღე თავზე,
აღარ გავურბი მზერას ჟინიანს,
დუქანში გველის ხელადა სავსე
და კაცი რომ ხარ არ მეშინია.
უცხო მორევში შევყავარ ბორანს
ფიქრში ძნელია ვიცი ღალატი,
თურმე ვცდებოდი,რადგან მეგონა
რომ სიავისგან დამიფარავდი.
გავარდა მეხი..... მიხაკი გაქრა,
დღეიდან ვეტრფი ყანწებს ღვინიანს,
ერთი პატარა ქალი ვარ თუმცა
შენ,რომ კაცი ხარ არ მეშინია!!!!
Views: 846 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (0)

შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ,
ეგ ტუჩები დასალევად მენანება,
ბილიკებად ჩამოყრილი შენი თმები...
გზას მიბნევს და...
ეს სიბრმეავე მენატრება...
ფანჯრის რაფას დაეკიდა შემოდგომა,
გარეთ წვიმამ ნისლის ქოლგა დაიხურა
ეს ამბორი,
როგორც მთვარის ნაფეხური
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა.
Views: 1581 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (3)

გაზაფხულამდე ალბათ დიდხანს მომიწევს მოცდა,
ცივმა ზამთარმა სევდა მომცა ლხინი წამგვარა,
აღარ მიყვარხარ ღმერთო ჩემო ეს რა წამომცდა,
ხომ შეიძლება შენც იფიქრო ჩემზე ამგვარად.
გათენებამდე მთვარეა და მთელი ღამეა,
მღერის ქარი და პაემანზე ტყისაკენ მიქრის,
ისევ მახსოვხარ ღმერთო ჩემო რა სიამეა,
ხომ შეიძლება შენც გაივლო ამგვარი ფიქრი.
ვერ შეველევი ოცნებებს და ვარდისფერ ფიქრებს,
თუმცა ტკივილმა უნუგეშოდ მტანჯა და მთენთა,
მე გელოდები,ღმერთო ჩემო ვინ იცის იქნებ
მელოდებოდე...ავდგები და წამოვალ შენთან...
Views: 719 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (0)

მე არც კი ვიცი რას დავარქმევ იმ უღვთო ტკივილს,
შენ რომ ადგე და წახვიდე მართლა...
მე ვიცი მხოლოდ არ დავიწყებ მოთქმას და ტირილს
და ვერ დაგიშლი ვერაფრით წასვლას...
შენი დანახვა რომ უდრიდეს ჩემთვის სიცოცხლეს,
ვერ დამჯაბნიან, ვერ დამცემენ მაინც ვნებები,
მე მეყვარები ისე, როგორც არავის არსად,
მაგრამ ქუჩაში არასოდეს დაგედევნები.
შენ რომ წახვიდე მე დამრჩება ულევი სევდა,
კისერზე მაინც მუდარით ვერ დაგეკიდები,
მე ვერ დაგიშლი ვერაფრით წასვლას,
თუმცა არ ვიცი რას დავარქმევ იმ უღვთო ტკივილს
შენ რომ ადგე და წახვიდე მართლა...
Views: 753 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (0)

მახსოვს სიფითრე და ჩურჩული თქვენი ბაგისა,
მეუბნებოდნენ ჩამოგყვებით სამარეშიცო,
სად სიყვარული შეიძლება უსპეტაკესად –
სამარადისოდ..

ყველამ დამტოვა, დავშთენილვარ თქვენი ამარა,
და ახლა ვხედავ - საიქიოს ვლიან ლანდები;
დიდი ხანია მე მიმელის ჩემი სამარე,
წამობრძანდებით?

Views: 733 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (0)

ცა ამეტყველდა ტუჩების თრთოლვით,
გულისნადები ფიფქს დააბარა.
მერე ზვავივით ჩამოწვა თოვლი
და ყველაფერი თეთრად დაფარა...

/მიხეილ ქვლივიძე/

Views: 758 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (0)

წუხელ თოვდა,
ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,
გენახე და ძილში თბილად დაგეხურე...
მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში
და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.

დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე
თოვლი, თეთრად დასახული,
ასე თეთრად, გულუბრყვილოდ ჰყვავის ასე
იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული...

/ირ. აბაშიძე/

Views: 1046 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (0)

“მე გეძახოდი ცხრა მთის გადაღმა
ვინ მოგაწვდინათ ეს ხმა ნეტავი?
კი მოგიხმობდით,
მაგრამ ხმადაბლა,
ხმამაღლა ვერც კი გაგიბედავდით.
იქნებ სულები მართლაც დაჰქრიან
იდუმალი და სწრაფი მარხილით..
და თვით უწყიან, უფრო ადრიან
ვის მიაწვდინონ ვისი ძახილი.
თორემ სხვა აბა რას დავაბრალო
ჩემი ხმა როგორ მოგწვდათ ნეტავი..
გეძახდით, მაგრამ ჩემთვის, ხმადაბლა,
ხმამაღლა ვერც კი გაგიბედავდით. "
Views: 843 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (0)

მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს
ბროწეულებზე:
იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ
ჩვენი გულები...
ჩქარა წავიდეთ, თორემ სიჩუმით
დაქანცულები
პირს რომ გახსნიან, ალბათ, გაგვცემენ
ბროწეულები...

/ანა კალანდაძე/

Views: 854 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (0)

« 1 2 ... 35 36 37 38 39 »
საიტის მენიუ

კატეგორიები
ვიდეო [9]
პროზა [10]

შეფასება
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

მეგობრები

შოკუნია © 2007 Website builderuCoz