Login form

კალენდარი
«  May 2024  »
SuMoTuWeThFrSa
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ლექსის ძებნა

თავფურცელი

რეგისტრაცია

შესვლა
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Friday, 03/May/2024, 6:27 PM
დამიძახე და ნაგვიანევი შემოდგომის სევდად მოვალ,
მკვდარი ფოთოლი იქნება, ჩვენი გრძნობის ჭირისუფალი,
და გარდაცვლილი სიყვარულის მძორს დაიტირებს
ეს შემოდგომა, უტეხიც და თავისუფალიც.......
ყვითელი ელდა ფოთოლცვენის დაგვადგამს გვირგვინს
შენ –– სადღაც შორს მყოფს,
მე კი –– ცოცხლად ფიქრების მთოველს,
ზეცას ღვთის რისხვად ცრემლი ღაწვზე დაუგორდება
ნეტა, მის მპოვნელს!!!!
პირბაცი დილა.... კვლავ შემიკრავს ველურ თაიგულს
ნარინჯისფერი მკვდარ ფოთოლთა უღმერთო თოვა
სულს დამიბერებს......
აღელვებულს მაინც მომისწარ,
ყვითელ თოვაში დამიძახე,
უთუოდ მოვალ!!!!!!!
Views: 756 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

მინდა ვიყოთ ერთად
სოფელში და წვიმდეს,
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ცვარი შლიდეს...
იფარავდეს შინდი
შეციებულ ჩიტებს..
მე შენი და შენ კი ჩემი
დიდი სიყვარული გჭირდეს...

არა ვგავდეთ დიდებს...
მიკითხავდე ლექსებს
გიკოცნიდე ლამაზ
საფარებელ თითებს
მთელი ღამე ხშირი,
ჩუმი წვიმიმით წვიმდეს...
შენ კი ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს!!!!!!!!!!!!!!!!!!

Views: 1486 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

გოგოვ...
ისეთი გაქვს რხევა...
სამოსის მსურს შემოხევა...
ტუჩები გაქვს ისე სავსე
მწიფე მტევანს მივამსგავსე...
ისეთი გაქვს მზერა ჩვილი
ალბათ ჩემგან გინდა შვილი...
ნეტავ რად არ შემხვდი დღემდე
მხოლოდ ერთი ღამე მენდე...
გოგოვ...
ისეთი გაქვს რხევა
სამოსის მსურს
შე
მო
ხე
ვა.....
Views: 749 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

უკვე მერამდენედ სურვილით დამკორტნეს
მაგ ისრიმისფერი თვალების ისრებმა.
შენ რომ მაგნაირი თვალები არ გქონდეს,
ჩემთვის იქნებოდა ნამდვილი მისწრება.
შენ რომ აშოლტილი ტან-ფეხი არ გქონდეს,
ვეღარ შეგამჩნევდი მე ქუჩის ბოლოდან.
თმებით ოქროსფერი მზე რომ არ დაგქონდეს,
აღარ იქნებოდი ოცნების გოგონა.
მე რომ მაგ თვალების ეშხით არ ვიწვოდე,
რა მშვიდი იქნებოდა ჩემი სიცოცხლე,
რა დავიდარაბად, რა ჭირად გიპოვე,
ნეტავ არ მენახე, ნეტავ არ გიცნობდე.
ახლა კი რაღა ვქნა, ცოლს ხომ ვერ დავტოვებ,
არადა გადამღრღნეს წყეულმა ფიქრებმა,
უკვე მერამდენედ სურვილით დამკორტნეს
მაგ ისრიმისფერი თვალების ისრებმა.

/კახა მდივანი/

Views: 1010 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

სვანეთში მივდივარ, მთებში და...
მიყვარხარ,
ვინ იცის, რარიგად...
ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
გამორბის მდინარე ბღავილით,
ნაპირებს ცრემლი მოვწმინდე.
ფერდობზე წერწეტა ყვავილი
მაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე.
იმ ხევში მკივანა შურთხია.
მომწყინდა ბილიკზე წანწალი.
მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და
გულს მაინც ედება ხანძარი.
სვანეთში, მთებშიაც დამმშვილდე,
მიყვარხარ, ვინ იცის რარიგად...
ეგების ლატფარზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი.
მივდივარ, გზა მხვდება ახალი.
სვანეთში ბევრია მწვერვალი
და შენ ხარ ყველაზე მაღალი.

/სიმონ ჩიქოვანი/

Views: 766 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (0)

გუშინ იმდენი სათქმელი მქონდა,
გული ჩამოდნა დარდის წვეთებად,
სანთლების შუქზე საღამო კრთოდა
და ჩემი ლექსი ჰგავდა ვედრებას.
სახეს დუმილი მტრედისფრად შერჩა,
შეშლილ ზმანებას ძლივს გადავურჩი,
თუ ჩემი თეთრი ოცნება გერქვა,
რა იქნებოდა გენახე გუშინ...

/რონა ბუბუტეიშვილი/

Views: 720 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (0)

შემაშველე შენი ლოცვა შემაშველე,
პოეზიის დედოფალო,
ამამღერე სიყვარულად ამამღერე,
ჩემი თავი გენაცვალოს.
მერე რა, რომ მიმატოვეს იმედებმა ცრემლიანი,
მერე რა, რომ სახეს ჩადრად ეფარება
წარსულ დღეთა კაეშანი.
მაპოვნინე სიშორეში ჩაკარგული
ნისლიანი მოგონება.
დამილოცე ხვალინდელი გაზაფხულის
სიხარულად დაბედება.
მაპატიე შენს უწმინდეს სალოცავთან
უეცარი გამოჩენა.
რა ვუყოთ, რომ ნაადრევად გამიავდრდა,
ქარებს მოჰყვა ფოთოლცვენა.
მაწყალობე, სანამ კიდევ მშფოთვარეა,
ვნებიანი მელოდია,
დღეებს ძველი აჩრდილები
ტვირთად მიაქვთ,
გული შენი მომლოდეა,
მომიტევე,
ნაზამთრალი იქნებ სულმა ვერ დაფაროს,
სიყვარულად მამღერე და
მერე თუნდაც,
მერე თუნდაც...
შენს ტაძარში ჩამომფერფლე, დედოფალო!

/რონა ბუბუტეიშვილი/

Views: 697 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (0)

უშნომ ქვეყანა დააქცია
და მაინც ეხურა ნამუსის ქუდი.
ლამაზ ქალს ფიქრიც არ დასცალდა
და უკვე შეერქვა სახელი ცუდი.
ქალი კი არა მზე ამოდის და
ღრუბლებს უჩნდებათ შურით იარა
ლამაზის თვალებში ბეწვი ნახეს და
უშნოს თვალებში დირეც კი არა...
ლამაზის ბედი დასაგმობია
(აუ, რამდენი ყოფილა მტერი)
ლამაზი ყველას სხვისი ჰგონია
და დგას ჭორების კორიანტლი.
მას ველურ თვალთა კორიანტელით მიაცილებენ მამაკაცები
მათი განზრახვა ბოროტი არის
ხომ უნდა უთხრან, სცადონ სათქმელი.
მე მაინც მინდა ვიყო ლამაზი,
რაგინდ ჭორებმა გული დაფლითოს,
შენ ერთს გაგანდო ფიქრი ათასი,
ათიათასს კი გული დავწყვიტო!...
Views: 1176 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (0)

"შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე
უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ
რომ ჩავახედო შენს ლამაზ სულში
შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი
გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს
გაიხსნას უცებ სამოთხის კარი
მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი
რა სჯობს სიმღერა თუ წყვილი ცრემლი
სად ჯობს მიწაზე თუ მიწის გარეთ
მზე მზეზე უფრო დიდი და ცხელი
მთვარე მთვარეზე ლამაზი მთვარე
და ცა ღმერთების ცისფერი ზოლი
ძლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს
მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით
მოდიან მაგრამ მიდიან წამსვე
ბოლოს და ბოლოს ერთი აქვს ბოლო
ლომსა და თინუსს ნაძვსა და ღოლოს
სიყვარულისთვის კარგო ჩვენ მხოლოდ,
სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცოცხლობთ!

უხერხულია შენ გერქვას ცოლი,
შენ უნდა ცისფერ ღრუბლებთან იწვე
აჰა დამბაჩა და სველი თოვლი-
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ! "

Views: 995 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (0)

დროს ვერაფერი ვერ შეაჩერებს
ვერსც შენ და ვერც მე,
წუთებს ვერავინ ვერ შეანელებს,
მერწმუნე, მენდე,
მხოლოდ ოცნება გაირინდება საათებს შორის,
და სუნთქვა ორის
შეაკრთობს ვერხვებს.
დროს ვერაფერი ვერ შეაჩერებს,
ოცოდე ჩემო,
გადაეცლება მარტსაც მოტკბო ზმანების გემო,
მოდი სანამდე მზე გადავა ამ მთების ქვემოთ,
მოდი მანამდე, სანამ ამ სულს სწყურია ჩემო,
აფრენა ცამდე და შეხება ცის ლურჯი ფერის,
მოდი, სანამდე გათენება მხოლოდ შენ გელის.
დროს ვერაფერი ვერ შეაჩერებს იცოდე ჩემო. . .
Views: 719 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (0)

« 1 2 ... 34 35 36 37 38 39 »
საიტის მენიუ

კატეგორიები
ვიდეო [9]
პროზა [10]

შეფასება
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

მეგობრები

შოკუნია © 2007 Website builderuCoz