Login form

კალენდარი
«  May 2024  »
SuMoTuWeThFrSa
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ლექსის ძებნა

თავფურცელი

რეგისტრაცია

შესვლა
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Friday, 17/May/2024, 9:56 PM
ღამეს ელვარე დღე შეუცვლია
თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,
ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია
დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი.

მომკალით! ყოფნა მაინც შუქია
თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა,
შეხვედრა ენას ვერ შეუქია,
შეხვედრა განა ასე გველოდა?

თქვენ გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ,
ო, გაიხსენეთ, ამ სიტყვებს იქით
რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ
ვერც ჩუმი ცრემლით, ვერც ლალის ჭიქით.

რისთვის მიყვარხარ? მე არ მაქვს ნება?
მაგნაირ გულით და სინაზეთი...
არის ამქვეყნად დაგვიანება –
მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?

არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია,
არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით...
ამ რევორველშიც არის რვა ტყვია,
ერთს გაიმეტებთ: მე გთხოვთ, მომკალით!

Views: 1516 | Added by: shockunia | Date: 30/Apr/2007 | Comments (0)

ამ ქუჩის ბოლოს,
ამ ქუჩის ბოლოს, ორი მოხუცი ცხოვრობს,
მათი სახლ-კარი მარტოობისგან დამსგავსებია სოროს.
ცაში ღრუბლებად გადაიშლება, ქვეყნის ოთხივე კიდეს,
რაც უფიქრიათ, რაც წაუკითხავთ, რაც სიზმრებიათ კიდევ.
გაიხსენებენ ახალგაზრდობას, როგორც შხაპუნა წვიმას,
მათი შვილების პატარაობას, ათას უბრალო წვრილმანს.
ფანჯრის რაფაზე ბეღურები და წამლის შუშები სხედან,
წიგნი... საქსოვი... ბანქოს ქაღალდი ანიავებენ სევდას.
ამ ქუჩის ბოლოს,
ამ ქუჩის ბოლოს,
ორი მუხუცი ცხოვრობს,
აქედან ვხედავ და უკვე მიყვარს ბევრი ჩვენგანის ბოლო.
მაგრამ ხანდახან შიში შემიპყრობს და იმ დღეებზე ვდარდობ,
ამ ქუჩის ბოლოს ერთი მათგანი როცა დარჩება მარტო...
Views: 1803 | Added by: shockunia | Date: 30/Apr/2007 | Comments (0)

ცამ მოსართავად შუბლის
ვარსკვლავთ გვირგვინი მოწნა
მთვარემ მაგივრად ღრუბლის
ჭადრებს დაუწყო კოცნა
ქუჩა თავშალით ლურჯით
ჩრდილებს სიზმრებად ფანტავს
და შუქნიშანთა ფუნჯით
ღამის სიჩუმეს ხატავს.
Views: 780 | Added by: shockunia | Date: 28/Apr/2007 | Comments (0)

მეკოცნა მაინც წასვლისას
როგორ უკოცნოდ გაგიშვი...
ამ უშნო ბუტიაობას
ვერც ვეჩვევი და
არც მიშლი...
მეკოცნა ნეტა წასვლისას
ეხლა ცრემლებში ვბანაობ,
და სისხლი არ გამომივა
გულში, რომ დამკრა დანაო...
როგორ გაგიშვი სულელმა
ან როგორღა ვძლებ უშენოდ,
ვზივარ და ვფიქრობ ყოველ დღე
ამ საქმეს რითი ვუშველო??
ჩამოდი, ჩემთან ჩამოდი
არ შემიძლია მოცდაო...
ცალკე უშენოდ ყოფნა მკლავს
თან გაბუტული კოცნაო!

/ბიაკო/

Views: 692 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

იწყება ახალი კარნავალი,
ძველი ზღაპრები ქრება,
დღეს ჩემი ბავშვობის დედოფალი;
სხვისი დედოფალი ხდება,
ნუთუ ოცნებების სასაკლაოდ
გაჩნდნენ ლაჯვარდი იები,
ნუთუ ნაპირს შერჩა ჩემი ფლოტი,
ზღვაში გაფანტული გზებით,
ნუთუ ამდენი ხნის დონ კიხოტი
უცებ სანჩო პანსა ვხდები,
მაგრამ ნუ იდარდებთ ლამაზებო,
წმინდა შემოქმედის ნებით,
თუმცა სხვის ცოლებად იარსებებთ,
ჩემში დედოფლები რჩებით!
Views: 813 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

ქალო სირცხვილია შინ შედი,
ნიავი გეხება და გლოკავს...
ქალო ეგ ღიმილი ჯოკონდასნაირი,
ქუჩაში ვიღაცას მოკლავს...
ნიავი გიწეწავს ფაფუკი თმის ღერებს,
ვნება მორეული გსინჯავს,
ქალო სირცხვილია ყელს როგორ იღერებ,
მაგ სავსე გულ-მკერდში ჭინკა!
როგორ სვამს ეშმაკი ურჩი და უკუდო,
ქალო სირცხვილია! დახარე ქუთუთო!
შიშველი თვალები გიჩანს!
Views: 1680 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

მარეკები შლიდნენ ბანაკს
ქარი ჩამი-ჩუმით ჰქროდა,
ვიწექ, რომელიღაც ბალახს
უცბად -
ქალის სუნი ჰქონდა.
თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა -
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს -
ქალის სუნი ჰქონდა.
სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის, - ცისფრის ანუ თეთრის, -
სუნი - საზოგადოდ ქალის,
სუნი -
საზოგადოდ მდედრის...
ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი
სიკვდილს - შენ მაცოცხლო ვინძლო
სანამ ვიცნო ეს სურნელი,
სანამ
ეგ სურნელი ვიგრძნო!

/მურმან ლებანიძე/

Views: 1076 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (2)

არ მიყვარხარ!
მაპატიე,
შემეშალა!
არ მიყვარხარ ჩემი გრძნობა შემეშალა
მაპატიე რომ ეს გრძნობა უცებ გაქრა
მაპატიე, მაპატიე
არ მიყვარხარ!
თოვლის ფანტელს ჩამოვარდნილს შევედრები
და ამ სულის გადარჩენას ვევედრები,
როგორც დნება გაზაფხულის ნაზი თოვა
ისე დნება მოვარდნილი უცებ გრძნობა!
მაპატიე უგულობა, მაპატიე,
ეს დღეები გამოცდაა ჩემი გრძნობის
როცა გხედავ მგონია რომ მარტო შენ ხარ
როცა არ ხარ უამრავი აზრი მოდის!
მაპატიე ეს სიტყვებიც მაპატიე
იქნებ ვცდები და მიყვარხარ, იქნებ ვცდები!
მაპატიე თუ ოდესმე დაგივიწყო,
მაპატიე თუ გაიყო ჩვენი გზები!
Views: 1165 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (1)

ზღვისფერი გაქვს თვალები და თავათ ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და მისთხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს-ქარს
და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს...

ზღვისფერი გაქვს თვალები და თავათ ჰგავხარ ზღვას...

^ ^ ^ პასუხი კონსტანტინე ბატონს ^ ^ ^

ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები,
სხვისი ცოლი ვარ კვლავ,
ისევ შორიდან მელაციცები,
ისევ შორიდან მკლავ.
ო. რა ტყუილად დაგიქადნია,
მე მოგიკლავო ქმარს,
შენი სიფიცხე, შენი მუქარა
გაჰყვა შარშანდელ ქარს.
ისევ სხვისი ვარ, ჩემი თითები
სხვისთვის გაიშლის თმას,
სხვის წისქვისლ ვასხამ ცრემლიან პეშვებს,
სხვისი საფქვავით ვფქვავ.
მაინც ზღვისფერი დამაქვს თვალები,
ვისაც რა უნდა, თქვას!!!

Views: 6159 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (7)

გამომიქროლე როგორც ალალი
და გადამაგდე მართალი გზიდან
ქალო ქალი ხარ თუ ქარიშხალი
გულმა აქამდე ან როგორ გზიდა.

დატოვე გულში შენი ხანჯალი
რომ დავიცალო მე ამ ბრაზიდან
ხარ ანგელოსი მოსული ციდან
ზეცას გაგატან სულს კარმენსიტა.

დღეს ცის მარადი ყოველი წამი
მე შენი ტანის ცეცხლის ალი მწვავს
მომკალ ბარემღა, რისთვის მიზოგავ
დასწვი რაც დაგრჩა და არ დაგიწვავს.

ვერ დაბრუნდება ხომ აწი წაღმა
ბედი რაც უნდა ბევრი ვიწვალო,
მე ხომ უშენოდ თავს არ ვიცოცხლებ
შენ სიყვარულით მკვდარი ვარ ქალო.

სტირიან სულში ათასი ხმებით
გადამტვრეული სალამურები
სულში ვაშლის ხე ვიღაცამ დარგო
სიყვარულისთვის ნუ მემდურები.

ვერ დავემალე მე შენს სიყვარულს
ვერა საშველით, ვეაფერ გზითა
შენი ხანჯალით გჰავიფატრავ გულს,
ზეცას გაგატან სულს კარმენსიტა.

Views: 752 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

« 1 2 ... 32 33 34 35 36 ... 38 39 »
საიტის მენიუ

კატეგორიები
ვიდეო [9]
პროზა [10]

შეფასება
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

მეგობრები

შოკუნია © 2007 Website builderuCoz