Login form

კალენდარი
«  May 2024  »
SuMoTuWeThFrSa
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ლექსის ძებნა

თავფურცელი

რეგისტრაცია

შესვლა
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Monday, 20/May/2024, 4:12 PM
ცამდე ატოტილი, 
ვნებით გაპოხილი, 
შენი ნაზი ტანის 
ჩუმი ნარნარია. 
შენი სილამაზე, 
წვივიდან წარბამდის, 
ლურჯი სილაჟვარდის 
და მზის სადარია. 
ტოტებდახუნძლული, 
ნაყოფგადამსკდარი, 
შენი მკლავების და 
მკერდის ხანძარია. 
შენი გაღიმება, 
წითელ ტუჩთა ბზარი, 
ქვაზე დამსხვრეული 
ლალის სადარია. 
ქარით დაზნექილი 
ხეთა განაბწკარი, 
შენი წაბლისფერი 
წამწამთა ჯარია. 
გვერდი ჩამიარე, 
ლექსი მოგიძღვენი, 
გულმა დაიკვნესა: ღმერთო,რა ქალია!


Views: 1229 | Added by: shockunia | Date: 22/Jun/2009 | Comments (0)

როგორ მიყვარდი.... 
უსიტყვოდ მტოვებ, 
...უსიტყვოდ მტოვებ ბედის ამარა, 
მე უშენობა რომ არ შემეძლო, 
შენ სწორედ ამან გაგათამამა. 

რაღა ვქნა თუკი ისევ მაჩნიხარ, 
ისევ თუ მინდა შენი დანახვა, 
შენი სიტყვები.... ~ო რა კარგი ხარ...~ 
ახლა სადა ხარ, 
ახლა სადა ხარ?... 

...კარავი... კოცნა... ალერსი.... სითბო, 
თითების სითბო, შენი თითების, 
ო, ის აპრილი.... იმ აპრილს თითქოს 
კიდევ გპირდები........ 
კიდევ გპირდები....... 

......რისთვის ვიხსენებ იმავე გრძნობას, 
რომ შემაყარა შენმა დალალმა, 
და სიყვარულმა კი არა მხოლოდ, 
შენ გაზაფხულმაც გაგათამამა.
 


/გიორგი არაბული/


Views: 1160 | Added by: shockunia | Date: 19/May/2009 | Comments (0)

,,მაგ თვალებს, მაგ წარბებს, მაგ თმათა ნაწნავებს, 
ძილის წინ ვიღაცის ფიქრებით ნაწვალებს, 
მოვტაცებ სიყვარულს ყორნისფერ წამწამებს, 
ჩემს ფიქრებს ღამით რომ სასტიკად აწამებს. 
იქნებ დამეთანხმო, ამასაც გისურვებ, 
ჩიტის რძეს მოგართმევ შენ თუკი ისურვებ. 
სიყვარულს გაგიშლი და შენ შიგ იცურებ, 
შენ მყავდე კარგად და ღმერთსაც შევიშურებ. 
არა გსურს? წავიდეთ, ხევსურეთ გაჩვენებ, 
იქ კეთილს და ბოროტს ყველანი არჩევენ, 
ბარის ტრადიციებს მთისანი დახევენ 
და ცხენის ჭენებას მყისვე შეგაჩვევენ. 
კოხტა ქოხს აგიგებ ჩანჩქერის ნაპირზე, 
სხივები რომ მოხვდეს ლოდების აივანს, 
სხივები მოჰკრეფენ სიყვარულს, 
როცა მზე ჩანჩქერში ანცობით შიშველ ტანს დაიბანს. 
ჭიუხში ჯიხვს მოვკლავ და ზურგით მოგიტან, 
ლამაზ რქებს სახსოვრად შენ სახელს დავაწერ; 
გაოფლილ ლურჯა ცხენს ოფლს მოვწმენდ ბოგირთან 
და კლდეზე წმინდა წყალს მშრალ ტუჩებს დავაწებ, 
წავიდეთ, ხომ ხედავ, ცხოვრება ქარია, 
მეორედ ვერ ნახავ უკეთეს არჩევანს, 
წავიდეთ, წავიდეთ ეგ შენი თვალები 

ჭიუხში ჯიხვების იმედად დარჩება. ,, 

/თ. ლიქოკელი/


Views: 1363 | Added by: shockunia | Date: 19/May/2009 | Comments (2)

ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე 
და რომ მეტყოდე რამეს... 
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე 
შევცვლიდი თვით ამ ღამეს. 
ავაწიოკებდი... ავაწიოკებდი... 
მხიარულებით ქალაქს... 
შენი შემხედვარე 
შენი ხმის გამგონე 
ჭკუას დავკარგავდი ალბათ. 
ეხლა რომ მოხვიდე? 
ეხლა რომ დარეკო? 
ეხლა რომ შემეხო, წამით... 
ალბათ ჩავიდენდი ათას სისულელეს 
თუკი შენ გარგებდი ამით... 
ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე 
და რომ მეტყოდე რამეს 
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე 
ავაწიოკებდი ღამეს...


Views: 941 | Added by: shockunia | Date: 21/Mar/2009 | Comments (0)

მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად,

ვწუხვარ
ქართულად, ვმღერი ქართულად.

მადლობა ღმერთის, ნებადართულად,
 
შანსი მქონია არ მომირთხამს ფეხი თათრულად.

ვზივარ და ფეხი ფეხზე მიძევს,

ესეც
ქართულად.

თარგმნეთ რუსულად, კი ბატონო, თუნდაც ფრანგულად,

მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს, მე მწამს,

მე ვწერ
ქართულად.

მე, ყოვლად
ქართველს, ყოველივე მიყვარს ქართული,

ამიტომაც ვარ
ქართველებთან

წელგამართული!


Views: 892 | Added by: shockunia | Date: 21/Mar/2009 | Comments (0)

მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე
ჩაიცვან ალერსის გარყვნილი ჯავშანი
და მკერდზე ამბორის ცხელ მიკარებაზე
სირცხვილით დაეწვათ გოგოებს თავშალი.

მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება,
პერანგის მკლავები დაგრძელდეს ფერებით,
დაუწყეთ კეფასთან სულს გასაუბრება
ჩურჩულზე დაბალი,მთრთოლვარე ბგერებით.

დაბანეთ ერთმანეთს წყვილებმა ტანები,
ჟინმოწყურებული ამბორის ამალით.
აავსეთ ფრაზები, სულ გამოცანებით,
უაზრო თემებით, აღგზნების დამალვით.

დაწექით იმდენად პატარა ლოგინზე,
გინდა თუ არ გინდა სატრფოზე გეძინოს.
საყვარელს უთხარით-"მე ეხლა რომ გიმზერ,
რატომღაც მინდა, რომ მეჩხუბო, მეწყინოს".

იმდენად თამამდ შეეხეთ ქალის მკერდს,
შეკრთეს და მოუნდე, დააწყდეს ნერვები,
ხალხმრავალ ადგილას ალერსი გარიკსეთ,
რომ ვნებას არასდროს დაუცხროთ ღელვები.

იფიქრეთ, ცოტაა სადი და ბოკაჩო
იმ ვნების კოცონთან, რომელსაც თქვენ აჩენთ.
შერწყმას თუ მოგინდა ალერსი მოქაჩო,
ხუმრობით ბავშვურად  ნაწნავი მოქაჩე.

შეხსენით გოგოებს სირცხვილის თავშალი,
მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე,
გახდით სიყვარულის შეშლილი მარშალი,

საყვარელს ჩურჩულით აკოცეთ კეფაზე!

/zanguri/


Views: 1129 | Added by: shockunia | Date: 21/Mar/2009 | Comments (0)

შენით გადაღლილი ჩემი ემოცია,
ფრაზებს მივანდე და 
ლექსად შევუკვეთე,
ტერფით ნატკენია ისევ დედამიწა,
ღმერთო,
ჭრილობაზე სული შეუბერე.

ხორცი მოყინული სხეულს მოეძალა,
სულზე მტკაველებად 
გადავითვლი ტკივილს,
მინდა გრძნობებისგან შენში დავიცალო,
ქალის ცუდი ჩვევა გამაწითლებს ვიცი.

შენით გადაღლილი ზამთარს ვეურჩები,
იქნებ დამნებდეს და წასვლა დააჩქაროს,
შეძლებისდაგვარად თავსაც ვეგუები,
მინდა შეგუება მანაც დამაცადოს.

მალე ღამის სუნთქვა,ისევ დასუსტდება,
ადრე ირიჟრაჟებს დილა ბორიალა,
შენით დაღლილი თუ შენში დავისვენებ,
ვიყო ამ შეგრძნებით მაშინ წარა-მარა...

ტერფით ნატკენია ისევ დედამიწა,
ღმერთო, 
ჭრილობაზე სული,შეუბერე,
ქარის მოტანილი ზამთრის თეთრი ბოდვა,
ლექსად ამ ცხოვრებას შენთვის შევუკვეთე.


Views: 896 | Added by: shockunia | Date: 21/Mar/2009 | Comments (0)

სხვისი ხარ,მაგრამ გული მაინც შენსკენ მოიწევს,
აბობოქრებულ ვნებას შენსკენ მოუხარია.
გამომიწვია უნუგეშო ტანჯვის სურნელმა,
მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს მარტო ჩემი ბრალია.

ბოროტი სენი შემომერტყა გულზე აპკივით,
დაგრეხილ კლანჭებს უმოწყალოდ მირჭობს ღრიალით.
ავადმყოფ სულში განუტევა სიცოცხლის სხივმა,
ბებერი სევდა ნიავს გაჰყვა, ტირის ნიავიც.

ჩემი არა ხარ, მაგრამ ჩემი გახდი ტკივილი,
განუყრელ ფიქრებს არ გაშორებ მუდამ იცოდე.
შორიდან გეტრფი, მაგრამ ახლოს დაგიდე ბინა,
სიცოცხლე იყავ, თუნდაც იყო სხვისი სიცოცხლე.


Views: 710 | Added by: shockunia | Date: 21/Mar/2009 | Comments (0)

თურმე თავმდაბლობა ხშირად არ ერგება,

ქარი ჩაუდგება წისქვილს,

სამეფო გვირგვინი ყველას მოუხდება,

ვისთან იდედოფლებ,ის თქვი?

როგორც წმინდა ფიქრი ღალატით შეიცვლება,

ფოტოს ფერს შეუცვლის ნისლი,

ისე, დაძინება ყველასთან შეიძლება,

ვისთან გაიღვიძებ,ის თქვი...


Views: 754 | Added by: shockunia | Date: 21/Mar/2009 | Comments (0)

სვანეთში მივდივარ, მთებში და...
მიყვარხარ,
ვინ იცის, რარიგად...
ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
გამორბის მდინარე ბღავილით,
ნაპირებს ცრემლი მოვწმინდე.
ფერდობზე წერწეტა ყვავილი
მაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე.
იმ ხევში მკივანა შურთხია.
მომწყინდა ბილიკზე წანწალი.
მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და
გულს მაინც ედება ხანძარი.
სვანეთში, მთებშიაც დამმშვილდე,
მიყვარხარ, ვინ იცის რარიგად...
ეგების ლატფარზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი.
მივდივარ, გზა მხვდება ახალი.
სვანეთში ბევრია მწვერვალი
და შენ ხარ ყველაზე მაღალი.


Views: 1330 | Added by: shockunia | Date: 21/Mar/2009 | Comments (2)

« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 38 39 »
საიტის მენიუ

კატეგორიები
ვიდეო [9]
პროზა [10]

შეფასება
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

მეგობრები

შოკუნია © 2007 Website builderuCoz