Login form

კალენდარი
«  May 2024  »
SuMoTuWeThFrSa
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ლექსის ძებნა

თავფურცელი

რეგისტრაცია

შესვლა
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Saturday, 18/May/2024, 5:12 PM
კაცი? კაცი ოხერია თქმა იციან ქალებმა
ცხოვრებაში მარტოობა დიდად არ ენაღვლება
სახლში ცოლი თუ გაწყრება შუბლს იწმენდენ ოფლიანს
კარებს გაიჯახუნებან, სხვასთან გაერთობიან.

წარბი თუ არ გაუხსები წავა, არც მოგინატრებს,
ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე.
კაცი? კაცი ოხერია, როგორც ლოდი საყორე
არაყს დალევს, ღვონოს დალევას და გულს გადააყოლებს.

ქალი? ქალი მხნედ გაუძლებს ტარტაროზს და შაითანს
ცხოვრებაში ყოველნაირ გაჭირვებას აიტანს,
რაც არ უნდა სუსტი იყოს შიში არ აქვს აღმართის,
იქნებ ჩუმად აიტანოს უნებური ღალატიც.
თუ დაგჭირდა გულს უსიტყვოდ ამოიგებს მკერდიდან,
ოღონდ უალერსობას და გულცივობას ვერ იტანს.
მარტოობის წლები გულში დაეყრება ხანჯლებად
შემოდგომის ყვავილივით ზეზეულად დაჭკნება.

ქალი? ქალს უნდა გაუფრთხილდეთ სანამ ქვეყნად არსებობთ,
ქალი? ქალი საფერებლად გაჩენილა კაცებო!!!!!

Views: 3385 | Added by: shockunia | Date: 05/Oct/2010 | Comments (0)

ზაფხულს ვემშვიდობები,
გულში, თითქოს აცივდა...
შემოდგომა კარებთან მელოდება - მარტივად...
დილა გამითენდა და მერამდენედ გაწვიმდა...
მე წვიმაში ვეძებდი, შენს სიყვარულს საწვიმრად...

ისევ სევდიანია,
მზე იცინის შორიდან...
ეგ თვალები წარსულში, უმიზეზოდ დავტოვე...
შემოდგომა წვიმით და მოგონებით მოვიდა...
თურმე, ასე ძნელია, უშენოდ სიმარტოვე...

შენი მოგონებები,
ვიცი, ჩემი ნაკლია...
ზაფხულს აღარ ვჭირდები, მაგრამ შენთან მინდება...
თითქოს ჩემს თავს ვეძებ და თითქოს რაღაც მაკლია...
ვიცი ზამთარს უშენოდ, როგორ გაუჭირდება...

მე თუ შევძლებ ატანას,
ვიცი მოხვალ, მიშველი...
მაპატიე ფიქრი და მაპატიე, თამაში...
შემოდგომამ, მე სული დამიტოვა, შიშველი...
შენს სიყვარულს დავეძებ, ისევ ჭვავის ყანაში...

ზაფხულს ვემშვიდობები,
ვეძებ წარსულს, სად არი?
შენმა მზერამ უღმერთოდ, მე წარსულში დამტოვა...
შემოდგომა წავა და ისევ მოვა, ზამთარი...
მე კი, გაზაფხულივით გელი, მაგრამ, მარტო ვარ...

მე წვიმაში ვეძებდი...
შენს სიყვარულს, საწვიმრად...

Views: 690 | Added by: shockunia | Date: 04/Oct/2010 | Comments (0)

უსიტყვოდ, მინდა გითხრა მიყვარხარ,
ხელშეუხებლად მინდა გეფერო.
მინდა ვისწავლო ბულბულის ენა,
რომ დღე და ღამე შენთვის ვიმღერო.

მე მინდა ვიყო წყარო ანკარა,
მაღალი მთიდან გადმომდინარე.
რომ ჩემთან დაჯდე, თუნდაც ცოტა ხნით,
და დაღლილს გზისგან, წყურვილს გიკლავდე.

მე მინდა ვიყო მუხა ძლიერი,
მქონდეს ტოტები აწვდილი ცამდე.
და ამ ტოტების ნაქარგავ ჩრდილში,
მზის სიმხურვალეს ემალებოდე.

მე მინდა ვიყო ზღვა უნაპირო,
მის შუაგულში შენ რომ ცურავდე.
როცა ცრემლები თვალს მოგადგებგება,
უმალვე ჩემი ტალღებით გბანდე.


უსიტყვოდ, მინდა გითხრა მიყვარხარ,
ხელშეუხებლად მინდა გეფერო,
და თითო წამი ჩემი ცხოვრების,
მინდა რომ მხოლოდ შენ შემოგწირო....

Views: 838 | Added by: shockunia | Date: 27/Sep/2010 | Comments (0)

ვერსად წაუვალ მღვრიე სიმარტოვეს
და ვიცი სიჩუმე კლანჭებში მომიქცევს,
მე ხომ სიყვარული დროებით მათხოვეს
უკან დაბრუნებაც სულ მალე მომიწევს.
ასე რომ გარშემო მოწყენა გროვდება
და ჩემსკენ მწუხარე პეპელა ფარფატებს
მინახავს ყვავილი ყვავილზე თხოვდება,
მაგრამ ეს ქორწილი გაზაფხულს არ ბადებს.
დავკარგე ფერების გარჩევის უნარი,
რადგან სულერთია რამდენფრად გათენდა,
გულს თითოოროლა შემომრჩა სტუმარი
ერთ დროს რომ სუფრასთან განცდებს ვერ ატევდა.
ოთახში მუსიკა ხმამაღლა შემოდის
ყვირილით, ხმაურით, ნასვამი კაცივით
სული კი მსგავსია ამოყრილ ჩემოდნის
სული არეული სამყაროს ნაწილი.
არ ვტირი, უბრალოდ ცრემლები მომდიან
დიდია ეს ჩემი ხმის დიაპაზონი,
ქალებო სარკის წინ მოვაწყოთ ორგია,
გავხდეთ მახინჯები და ულამაზონი.
ასეთი ფიქრებით გამერყვნა გონება
წამით გავიფიქრე მარკიზ დე სადივით
ნუთუ მე ოდესმე ცოლი მეყოლება
რომელსაც სურნელი ექნება სადილის.
არა და რა მინდა თვითონაც არ ვიცი
გაქცევა, ხალხი თუ მღვრიე სიმარტოვე,
ვიდგები შენს წინ და იმდენ ხანს დავიცდი,
სანამ სიყვარული დამრჩება მარტო მე.

Views: 726 | Added by: shockunia | Date: 23/Sep/2010 | Comments (0)

მე სუნთქვას ვითვლი
სამამდე...
რვამდე...
მინდა,რომ მწამდე,
მინდა,რომ მყავდე...
სადამდე?
ცამდე!
რომ სიზმრად ავხდე,
რომ კარგად გავხდე...
მოსვლამდე თოვლის
კიბემდე ოდის...
ვისაც სურს მიდის...
ვისაც სურს -მოდის...
მე...გითხრა მინდა
სიცოცხლე ღირდა
ამად და შენად
დაშვებად...ფრენად...
და ვრჩები შენთვის
ჰაერი პეშვით
და წვიმის თქეშით
გამიქრობ სევდას...
თვალები ჩემი..
შენ ყველგან
გეძებს...
გპოულობს...
გხედავს...

Views: 629 | Added by: shockunia | Date: 22/Sep/2010 | Comments (0)

ენით აუწერელ სითბოს აფრქვევს შენი იერი
ყველა კაცი შემოგცქერის როგორც მშიერი
ზოგი მათგანი სევდიანი გიცქერს დუმილით
ზოგი მათგანი იტანჯება შენი წყურვილით
შენი სურნელი დაუკარგავს ყველას გონებას
შენი ტუჩები აიძულებს უხმოდ მონებას
ყოველი კაცი ცის ანგელოზს თუ ემონება
შენ სილამაზეს ანგელოზიც დაემონება...

Views: 749 | Added by: shockunia | Date: 22/Sep/2010 | Comments (0)

საქართველოს ქალთა მზეო,
მტრედი გიზის კალთაზეო...
ხოხბის ფრთები ირხევიან,
შავ წამწამთა ხამხამზეო... 
გაგიშლია გული ბრძენი,
თვალმზიანო,საზრიანო,
რარიგ მინდა შენი მწველი,
მუზის მირონს მაზიარო.
და მეც გული მეგობრული
შენზე ფიქრში შევაჯერო,
და მარიამ ღვთისმშობელის
ხატთან მზერა შევაჩერო...
ელვარებდეს სხივი მთებში
მაგ თვალების კაშკაშზეო,
ნუმც მოგაკლოს მწველი ეშხი,
საქართველოს ქალთა მზეო

Views: 814 | Added by: shockunia | Date: 21/Sep/2010 | Comments (0)

შენს დალალებს ბორკილებად დავიდებდი,
გავიგებდი შენი სიზმრის მხარეს,
მოგაგნებდი, ირგვლივ ციხეს აგიგებდი
და დარაჯად მოგიჩენდი მთვარეს.
ჩემს ტუჩებზე სურნელებას დავიფენდი,
შენი წვივის და მუხლების სითბოს
და მუცელზე ამ თითებით დავირბენდი,
გესმის? _ გული როგორ ცემს და რითმობს.
მერე ტალღებს, შენი მკერდის გაზვირთებით,
ჩემს სხეულზე გავიშლიდი ბადეს,
სუნთქვას კოცნით დახრჩობამდე აგივსებდი,
ვეღარ მოვთვლი, დაგათრობდი რამდენს.
საძილეთში შენთან ხვევნით შევიდოდი,
ცხელი ენით დაგითვლიდი მალებს,
შენს სისველეს ჩემს ცხელ ტანზე შევიშრობდი
და სიცელქით აგინთებდი თვალებს.

Views: 861 | Added by: shockunia | Date: 21/Sep/2010 | Comments (0)

ვაკოცე მთას პირდაპირ ცაში

ვაკოცე წვიმას პირდაპირ ცისარტყელაში

ვაკოცე ცეცხლს პირდაპირ ფერფლში

ვაკოცე ზღვას პირდაპირ ნიჟარაში

ტყეს ვაკოცე პირდაპირ ფოთლებში

ვაკოცე ღამეს პირდაპირ ვარსკვლავში

დილას ვაკოცე მისივე ნისლში

ვაკოცე შუადღეს მისივე ჩრდილში

ვაკოცე დროს პირდაპირ წამში

წარსულს ვაკოცე მოგონებებში

ვაკოცე მომავალს წინათგრძნობაში

ვაკოცე აწმყოს პირდაპირ აქ

ვაკოცე სიკვდილს შიგ სიცოცხლეში

სიცოცხლეს ვაკოცე შიგ სიყვარულში

სიყვარულს ვაკოცე შიგ შუაგულში

უსასრულობას პირდაპირ უკვდავებაში

ხუთივე გრძნობას ვაკოცე

ვაკოცე მუსიკას პირდაპირ ბგერაში

სასწაულს შიგ საიდუმლოში

გაკოცე შენც პირდაპირ ჩემში

და პოეზიას, მდუმარებაში სიტყვით

ვაკოცე და სიჩუმეთი. სულით ვაკოცე.


/davit devi gogibedashvili/



Views: 826 | Added by: shockunia | Date: 02/Aug/2010 | Comments (0)

ადამიანური სიბრძნე იუწყება... 


ფრთხილად იყავი-

ქალს ნუ აატირებ!

იმიტომ რომ ღმერთი ითვლის მის ცრემლებს...

ქალი წარმოიქმნა კაცის ნეკნისგან!-

არა ფეხებისგან,- რომ დამცირებული ყოფილიყო,

არც თავისგან,- რომ აღემატებოდეს მას.

არამედ გვერდისგან,- რომ იყოს შენ გვერდით და შენი თანასწორი.

ხელის ქვევიდან,- რომ იყოს დაცული

და გულის მხრიდან,- რომ იყოს საყვარელი..


Views: 815 | Added by: shockunia | Date: 05/Jul/2009 | Comments (0)

« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 38 39 »
საიტის მენიუ

კატეგორიები
ვიდეო [9]
პროზა [10]

შეფასება
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

მეგობრები

შოკუნია © 2007 Website builderuCoz