Login form

კალენდარი
«  May 2024  »
SuMoTuWeThFrSa
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ლექსის ძებნა

თავფურცელი

რეგისტრაცია

შესვლა
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Friday, 10/May/2024, 9:09 AM
თვალებს შეუძლიათ _ იცინონ,
თვალებს შეუძლიათ_ იტირონ,
თვალებს შეუძლიათ_ იცქირონ, შემდეგ დაღლილებმა _ იძინონ,
თვალებს შეუძლიათ _ შეყვარება,
თვალებს შეუძლიათ_ დავიწყება,
თვალებს შეუძლიათ_მოგონება,
თვალებს ძალუძს შეჩვენება, ბოღმის შეჩერება, შეკავება,
თვალებს ბევრის გული შეუცვლია,
თვალებს ბევრი რამე შეუგრძვნიათ,
სანამ სიყვარული იარსებებს, თვალებს ყველაფერი შეუძლაით...
Views: 712 | Added by: shockunia | Date: 14/Jan/2011 | Comments (0)

ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება.
იფიქრე კარგი და დაინახე
რომ ყველაფერი კარგად იქნება!
როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას,
შენი ცხოვრება ისე იქნება.
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლის
და ყველაფერი კარგად იქნება!
ტყუილუბრალოდ ღელვა და შიში
განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება
ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება!
როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება
ერთადერთია რაც გადაგარჩენს -
თქვი ყველაფერი კარგად იქნება!..

Views: 878 | Added by: shockunia | Date: 30/Dec/2010 | Comments (0)

გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება.
რა დააოკებს თავნება აპრილს?
მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს
და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის.

ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებებს
და დასკდებიან ატმის კვირტები
და მეც ვითარცა ახლად გაცნობილს,
ახალი თვალით დაგაკვირდები.

შენშიდაც ვიგრძნობ აპრილის სუნთქვას,
მოვარდნილ მეწყერს და ძუ ავაზას!
გეტყვი, მითხარი: აპრილი გათბობს,
თუ სხვა სურვილმა გაგალამაზა?..

გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება,
მოვა დღეები წყურვილების და გაგიჟების,
სადაც შეგხვდები, შემოგახევ მოცისფრო კაბას,

თუ შენი ნებით, შენი ნებით არ გაშიშვლდები!.



/petre gruzinski/

Views: 858 | Added by: shockunia | Date: 09/Nov/2010 | Comments (0)

ისევ ისე დაბინდულა საღამო...

ისევ, ჩუმი მარტოობა ფეთქავს,
მეგობარო -მომაწოდე სასმისი

ამ ღამესაც -ბარემ ლოთი მერქვას!
ამ ღამითაც...შევებმები იალქნებს
და ალისფრად -მოგონებას ვხატავ,

ნაბიჯებით გავასწორებ ფილაქნებს
ცხოვრებას რომ შეცდომებად აკრავს.
კვლავ, დაღლილი მენატრება სილურჯე,
შუაღამის -ძილნარევი განცდა,

რა ძალიან უწვიმია სიგიჟეს
მოგონებით -ოცნებებს რომ გასცდა
ჩამქრალია,ახლა ყველა ფანჯარა,
ამ ნაბიჯებს დაფარავენ ფარდით,

დავამთავრო დროა,თორემ ზამთარმა -
შეიძლება დამათოვოს მარტით!
ჯერ კი...ისევ დაბინდული საღამო
მარტოობაც -ისევ ისე ფეთქავს,

მეგობარო -მომაწოდე სასმისი,
ამ ღამეს ხომ -ლოთი უნდა მერქვას!
Views: 660 | Added by: shockunia | Date: 09/Nov/2010 | Comments (0)

საით?...იქით...
მეც წამოვალ დამიცადე,
შენთან ერთად წლები მხრებზე ვიტვირთე
გასულელდი?
ეს რა მზერა დამაფარე,
შეგიყვარდი თუ გრძნობები იშვილე.

ცხრა მთას იქით წამოგყვები
დამიცადე
ერთი წუთით,აქ ჩემი ცა აგდია
ზედ გადასძვრა ოქროსფერი აბრეშუმი
მიწაც სხივის შამფურებზე დასწვია

საით?იქით
წამო ერთად გავსულელდეთ
არნახულით გავაკვირვოთ ნანახი
დედამიწა სულ ერთ დროში გავაშიშვლოთ
და მომავალით შემოვიცვათ ახალი.


Views: 638 | Added by: shockunia | Date: 09/Nov/2010 | Comments (0)

ენძელამ თოვლიდან
თავი დაიძვრინა,
ფიფქი დაიბერტყა
ხასხასა კალთიდან,
ირგვლივ გაიხედა...
გათვალიერა...და,
რომ ვერ დაგინახა
ბავშვივით ატირდა!



/nino qadagidze/
Views: 629 | Added by: shockunia | Date: 09/Nov/2010 | Comments (0)

ყაყაჩოებმა დამხანძრეს,
გულს ვერ ვიჩერებ საგულეს,
ატმისფერ კაბას ვნატრულობ
და ცვარს ალმასის საყურედ...


/nini qadagidze/
Views: 605 | Added by: shockunia | Date: 09/Nov/2010 | Comments (0)

თუ შეგიძლია, იყო მშვიდად, როდესაც ყველა
ცილს გწამებდეს და აღსარებას შენგან ელოდეს,
თუ შეგიძლია, როცა შენი არავის სჯერა,
არ დაეჭვდე და შენი თავის თვითონ გჯეროდეს.

თუ შეგიძლია, ელოდო და არ დაიღალო,
მოტყუებულმა არ ირჩიო სხვისი ცდუნება,
შეძულებულმა სიძულვილი არ გაიკარო,
სხვის საჩვენებლად არ ადიდო შენი ბუნება.

თუ შეგიძლია, ოცნება და არდანარცხება,
თუ შეგიძლია რწმენისათვის ბრძოლით იარო,
თუ შეგიძლია გამარჯვება და დამარცხება
დარბაისლურად, ღირსეულად გაიზიარო.

თუ შეგიძლია, გაუძლო, რომ შენი სიმართლე
სულელთა მახედ მოიხმარონ ავმა ენებმა,
თუკი დაგემსხვრა, რაც გაგაჩნდა სულის სინათლედ
და ხელმეორედ წამოიწყე მისი შენება.

თუ შეგიძლია, ყველაფერი, რაც მოგიგია,
მოაგროვო და ერთ თამაშად სასწორზე დადო,
მერე წააგო ვაჟკაცურად, როგორც რიგია
და წაგებულზე ხმა არ დაძრა, არ დაიდარდო.

თუ შეგიძლია, შენი გული,ნერვი, კუნთები,
თუ არ მოგყვება, მხოლოდ ნებით დაიყოლიო,
თუ არ აჰყვები უძლურებას, არ დაკუნტდები,
რომ სიკვდილამდე შენი ჯერი ასე მოლიო.

თუ შეგიძლია, დარჩე კაცი ბოლომდე სათნო,
მეფის წინაშეც არ დაჰკარგო შენი ღირსება,
ანდა, გჯეროდეს, რომ ვერავინ ვერაფრით გავნო,
თუნდაც ხედავდე, რომ დიდება არ გეღირსება.

თუ შეგიძლია, ულმობელი ცხოვრების ბედის
ყოველი წუთი გაიხადო სანდომიანი,
მაშინ შენია ეს ქვეყანა და უფრო მეტიც,
მაშინ შენა ხარ ჭეშმარიტი ადამიანი.

Views: 878 | Added by: shockunia | Date: 27/Oct/2010 | Comments (0)

ყველასთან უცხოს, ურჩს და ფეთიანს.
ამ ქალის ღიმილი მე ქუხილს მაგონებს,
სახეზე ჩრდილივით გადავლილს, შლეგიანს.
ამ ქალის ფერები კი ღრუბლებს მაგონებს,
მოზელილს, არეულს ნისლთან და წვიმასთან.
ამ ქალის თითები მე ქარებს მაგონებს
ჰაერში გამკრთალებს, დაცვენილს ღრუბლიდან.
მთლიანად ეს ქალი?
საოცრად მაოცებს...
ყველაფერს მაგონებს
და თითქმის მაოგნებს...

Views: 737 | Added by: shockunia | Date: 09/Oct/2010 | Comments (0)

გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს,
გულის კარებთან დაუკვნესია,
დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები,
ხშირად რომ გნახო უარესია,
გაბრაზებულა ჯიუტი გული,
სულში ტკივილი ჩაუთესია,
ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით
უცებ მომკალი უკეთესია,
ისე საშინლად მომენატრე რომ
ფიქრები მტრედად შემომესია,
უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი,
და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია,
არ შემიძლია მე ლექსი ვწერო,
აღიარება ჩემი წესია,
როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება,
არ ვარსებობდე უკეთესია.

Views: 673 | Added by: shockunia | Date: 07/Oct/2010 | Comments (0)

« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 38 39 »
საიტის მენიუ

კატეგორიები
ვიდეო [9]
პროზა [10]

შეფასება
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

მეგობრები

შოკუნია © 2007 Website builderuCoz