Login form

კალენდარი
«  April 2024  »
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ლექსის ძებნა

თავფურცელი

რეგისტრაცია

შესვლა
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Saturday, 27/Apr/2024, 11:21 AM
შენი სიყვარულით შევიმოსე...
და ღმერთამდე ვმაღლდები...
მიყვარხარ გულის გავლით სულამდე !!! ♥♥♥
Views: 666 | Added by: shockunia | Date: 02/Feb/2012 | Comments (0)

Views: 747 | Added by: shockunia | Date: 02/Feb/2012 | Comments (0)

უდაბნოში რომ აღმოვჩნდე
შენ ერთი ჭიქა წყალი ხარ,
დასაწყისშივე გეტყვი რომ
ო, რა მაგარი ქალი ხარ...

შავი ღგვინის გაქვს ტუჩები,
მაშინ როდესაც ლოთი ვარ
და როცა თრობა მინდება,
მე შენთან სტუმრად მოვდივარ

აი მაშინ კი დავთვრები,
ჩავიძირები სასმელში,
იმას ალერსით გადმოგცემ,
რასაც არ გეტყვი სათქმელში.

ცხოვრებას რისკით შევხედავ,
სიკვდილ-სიცოცხლის მკვლევარად,
თუ მთასვლელობა შევძელი,
მე შენ დაგიპყრობ მწვერვალად.

ღრუბლებს კი ნუ ემალები,
გიხდება მათგან გამოსვლა,
და როცა მწვერვალს დავიპყრობ,
შენ მზის იქნები ამოსვლა.

ვარდების ზღვაში გიხილე,
ლექსი გიძღვენი უთქმელი,
ვარდებს სურნელი აღარ აქვთ,
ვარდებს აქვს შენი სურნელი.

ხედავ რა ქალი ყოფილხარ?
შენკენ ლტოლვა რომ დიდია,
შენზე მაგარი კაიპი,
მე სულ ფეხებზე მკიდია.

ეს ვარდები კი სუყველა,
გრძნობებით მოქარგულია,
არცერთი არ მიყიდია,
სუყველა მოპარულია! ♥

/zura saluqvadze/
Views: 2244 | Added by: shockunia | Date: 02/Feb/2012 | Comments (0)

დაიწყე?
რახან დაიწყე, ბოლომდე უნდა გახვიდე ,
თოკი ცხრაჯერ რომ გაგიწყდეს,
მეათედ უნდა ახვიდე...
ჩანაცრდი?
უნდა აალდე ...
ჭირია?
უნდა გამაგრდე ...
გტკივა და უნდა გაუძლო...
დაეცი?
უნდა წამოდგე ...
დამარცხდი?
უნდა იბრძოლო ...
მოკვდე და მკვდარმაც იცოცხლო!!!
Views: 728 | Added by: shockunia | Date: 02/Feb/2012 | Comments (0)

წინდები დამახვედრე თბილი

(ბებიაჩემის ხსოვნას)

მოვდივარ, დამახვედრე კეცის მჭადი,
მტვერს ნუ გადაწმინდავ ბიბლიოთეკიდან
სამეზობლოს ნუ შემიყრი,- შენი ამბავი ხომ ვიცი
ვიცი, რომ არაფერი არ შეგცვლიდა.
მოვდივარ, დამახვედრე ქვიჭიჭა მსხალი,
სიწითლეში შესული პამიდორი,
რწყავებშემოკრული მარანი
სარებზე მოხვეული ვაზი .
ყოველწელს გადადებული ჩურჩხელა,
ყოველწელს მოგროვილი თხილი,
ჭყინტად ვერშენახული სიმინდი,
წინდები, დამახვედრე, თბილი....
მოვდივარ, გულს რა შეძლებია ჩქარი ფეთქვა,
მოვდივარ, მონატრებისგან მთვრალი,
თუ გინდა ნურაფერს დამახვედრებ
ოღონდაც ჭიშკართან დამხვდი....


/nino kutaladze/

Views: 731 | Added by: shockunia | Date: 13/Jan/2012 | Comments (0)

გაგაბეზრე, ალბათ, თავი
ამ უაზრო ლექსებით,
მაგრამ ვაი შენი ბრალი,
მე რომ ჩამოგეხსნები.
წვიმასავით გადავივლი
ჩამოსიცხულ ქარაფებს,
არ დატოვებს ჩემი ჩრდილი
ფერფლის გარდა არაფერს.
არც ქარივით მოვბრუნდები,
ნისლი ავატრიალო,
მერე რა, რომ მომწყურდები,
კლდეებს გავლოკ მტვრიანებს.
ო,რა ძლიერ დავიღალე,
ო,რა ბევრი ვიარე,
აღარ გიხმობ,არ გიბღავი,
ფოთოლივით ვშრიალებ,
ვერ ვიყავი ქარიშხალი,
ზღვა ვერ გავახმიანე,
ვერც ვარსკვლავი ჩამოვკრიფე,
მხრებზე ჩამოგაყარე.
ვერ ჩამოვხსენ მთვარე იფნებს,
თავი შემოგაყვარე.
ფიანდაზად ვერ გაგიგე
ყვავილების ხალიჩა,
უხმაუროდ მივდევ ბინდებს,
დასასრული არ მიჩანს.

ტარიელ ხარხელაური
Views: 690 | Added by: shockunia | Date: 13/Jan/2012 | Comments (0)

ქალია...!!!
ქალიაო...და ბრიყვია,თქვენ ასე ფიქრობთ კაცები,
ქალიაო...და თუ წავა,სხვაზე გადაგაქვთ დარდები,
ქალიაო...და ვინ იცის,რამდენჯერააქვს ნაგემი
წახვალთ სხვა ვინმეს მოძებნით,თუ დაგიწუნეს ვარდები.

ქალიაო...და რა მოხდა,ერთხელ თუ კოცნით გავძღები,
მერე მკერდს მაგრად მოგიჩქმეტ,ღაწვზე თოვლივით დავდნები,
ღამეს,სიზმარად გადიქცევ,აი ცოლობას ვერ დაგპირდები...
თუ წახვალ თვალებს მოვიფშვნეტ და მერე მეც ავტირდები.

მერე ქილიკით დაიწყებ,არ მომეწონა წავედი
ქალიაო...და რა მოხდა,მხოლოდ ეგა გაქვთ სათქმელი
ახლა სხვა ვინმეს მოძებნით,რომ გაიქარვოთ დარდები
ღამეს პირობით დაიწყებთ,დილით კი სადღაც გაქრებით.

ქალი ვარდივით ნაზია,მე მებრალებით კაცები
ეკალი ერთხელ თუ გაგკრავთ სამუდამოდ ბრმად დარჩებით,
მერე დაგიდგათ დარდები,და ერთ ადგილას ის ვარდებიც,
ქალის გარეშე ვინა ხართ?როცა თქვენს თავთან დარჩებით.

როცა ცხოვრებას გახედავ,უკან დატოვე სათქმელი,
იმ ქალში,ქალი ეძიე სიცოცხლის წმინდა ნათელი,
იმ ქალში,დედა ეძიე,ცხოვრების სუფთა სანთელი,
მერე მიხვდები,ვინცა ხარ,როცა უმისოდ დარჩები.

ქალი ვარ,ვარდი არა ვარ,მაგრამ მეც მალე დავჭკნები,
იმ სურნელს მაინც დავტოვებ,რომლითაც თქვენ გაბრუვდებით
ქალი სიცოცხლის წამია,თქვენ ამ წამებით დატკბებით
ჩვენ წავალთ,უკან კვლავ მოვალთ,ვარდებად დაგიბრუნდებით!
Views: 636 | Added by: shockunia | Date: 13/Dec/2011 | Comments (0)

ჩემი გაზაფხული მუხლებდაკაწრული
შენი ქუჩის თავში დამდგარა,
მონატრებიხარ და მერე როგორ,
მონატრებიხარ და რაგვარად.
შენ კი მეზობელი ქუჩით ჩაგივლია,
ვერაგზე ვერაგი პირველი აპრილია,
მერე მოქუფრულა სულ მთლად მოღუშულა
ნისლი დაუხურავს საბნად,
წვიმებად მომსკდარა ჩემი გაზაფხული,
შენ - მზე პირს იბანსო, იტყოდი ალბათ...
Views: 791 | Added by: shockunia | Date: 20/Nov/2011 | Comments (0)

წლებმა საათივით ჩაიარა, წლები საათივით მდევდა,

დრომ რა უცაბედად გაიარა, გრძნობის ყველა წამი დედა.

რამდენ ბოროტებად ჩამეკირა, გულში კლდედქცეული სევდა,

მთელი დღეები და ღამეები, მუდამ მეყვარები დედა.

შენთან მოვედი და შემოფარე, აღარ დაშორდები მეტხანს,

ოქრო მუჭა-მუჭა დავარიგე, შენთვის აღარ დამრჩა დედა.

ყველა მეგობარი დამეფანტა, ქარიც აღარ ჩადგა ბედად.

სადღა მოვიძიო ფიქრის მოზიარე, ვისღა მივაკითხო დედა?!

ვიცი ვინც კი დედას გადაუდგა, იქცა ფრთამოტეხილ გედად,

ან მარადისობა რომ არ არსებობდა, რატომ არ მითხარი დედა!

ფიქრთა ღრუბელია მარტოობა ,ფიქრმა დამიბნელა მზე და...

რატომ არ მასწავლე სიძულვილი - მღუპავს სიყვარული დ ე დ ა.
Views: 670 | Added by: shockunia | Date: 24/Oct/2011 | Comments (0)

ცრემლის გუბეები გაჩრილა მზერაში
მანდილის მაგივრად თავზე მზე მაბურავს,
შენი თვალებით შევსებულ ზედაშეს
დავლევ,
ჯანდაბას, წამიღოს ბახუსმა.

ჰაერის წიაღში სურნელთა კდემაა,
მზის სხივი გიჟმაჟად ბანაობს ჩემს თმაში,
წუთის ეს წამიც უვნებოდ კვდება და
რითმა გაჟონავს საცაა ჩვევაში.

მზერაში გაჩრილი ცრემლების მდინარე
მეწამულ ფერებით დაისმა იავდრა,
ბორგავენ რითმები სულში მდინარე,
ცხოვრების დრამა დასასრულს მიადგა.
Views: 734 | Added by: shockunia | Date: 24/Oct/2011 | Comments (0)

« 1 2 3 4 5 6 ... 38 39 »
საიტის მენიუ

კატეგორიები
ვიდეო [9]
პროზა [10]

შეფასება
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

მეგობრები

შოკუნია © 2007 Website builderuCoz