Login form

კალენდარი
«  May 2024  »
SuMoTuWeThFrSa
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ლექსის ძებნა

თავფურცელი

რეგისტრაცია

შესვლა
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Sunday, 05/May/2024, 9:59 AM
მოდი ერთმანეთი გავაფერადოთ
მე შენ დღეს თეთრად შეგღებავ
მერე ტალახიანი ფეხების გულებით რომ გადაგიარო
მოდი ერთმანეთი გავაფერადოთ
მე შენ დღეს შავად შეგღებავ
მერე თეთრად რო ვითოვო შენზე
მოდი ერთმანეთი გავაფერადოთ
შენ რომ ის საღამო გამიფერადე...ზამთრის საღამო...
მინდვრის ყვავილებით და მზის სუნით რომ შემოაბიჯე ჩემში
მოდი ერთმანეთი გავაფერადოთ!!!!!!
მე დღეს გამჭვირვალეს გაგხდი
შენში რომ გავიარო და გამოვიარო
მოდი დღეს ერთმანეთი ფერებად დავშალოთ
მოდი დღეს ერთმანეთის ფერებით დავიღალოთ
მე შენ დღეს დიდხანს გიყურებ და...სიყვარულს თუ ფერი აქვს,
იმ ფრად შეგღებავ
მოდი დღეს ერთმანეთის ფერებით დავიღალოთ
მე შენ დღეს არ შეგღებავ
ისეთს დაგტოვებ როგორიც ხარ....
და ვიცხოვრებთ ერთმანეთის ფერებით
შენ ჩემი ფერებით...მე შენით...
Views: 2040 | Added by: shockunia | Date: 24/Oct/2011 | Comments (0)

გამაშიშვლე!
დავიღალე თამაშით...
გამაშიშვლე!-
ჩამომხსენი ნიღბები...
ნუ რწმუნდები ჩემს უძლეველ ძალაში,
მეც შენსავით განვიცდი და ვიღლები...

ნუ ირწმუნებ ჩემს უდარდელ ლაპარაკს,
ტრაგიკოსი კომიკოსის როლში ვარ...
მონატრებამ დარდი შემომაპარა ,
შენთან ყოფნა მომწყურდა და მომშივდა...

გამაშიშვლე!
ჩამომხსენი ნიღაბი,
შენს თვალში რომ გულცივ ქალად მაქცია...
გამაშიშვლე !...
დავიღალე სიყალბით-
უდარდელი სხეული რომ მაცვია!...


მირანდა გოდერძიშვილი

Views: 676 | Added by: shockunia | Date: 19/Apr/2011 | Comments (0)

ისე წმინდა ხარ, 
ისე დიადი,-
ვერ გამოგხატავს კაცის გონება.
მოვედი შენთან,
რომ შენს თვალებში
მეხილა ქვეყნის გაცისკროვნება...

თვითონ სამყაროც,-
შენ რომ გადარებ,-
უფერულდება,
ჰკარგავს თავის ხიბლს,
ღიმილის რკალი შემომატარე,
ან მაგ თვალების შუქი დამისხი...


ვერ შევლევივარ იმ გაზაფხულებს,
შენს თვალებში რომ მწვანედ იშლება,
თუკი დაგკარგავ,-
ჩემი არსება
აირევა და მთლად შეიშლება!...


თუკი დაგკარგავ,
ჩემი ცხოვრება
დაკარგავს თავის რიტმს და კალაპოტს,
თუკი დაგკარგავ,
დავკარგავ თავსაც,
გავხდები ქვეყნის სალაპარაკო...


თუკი დაგკარგავ,-
ჩაენაცვლება ჩემი ცხოვრების ნიავს ქარები...
თუკი დაგკარგავ,-
ვეღარ დავტკბები
მე ამ სამყაროს სიანკარეთი....


............................
მერე თუ სულში მოვარდება
შენი მონატრების ქარიშხლები,-
მაგ მწველი მზერით დაფერფლილი
შენს წინ
ფიანდაზად
  გავიშლები!....




მირანდა გოდერძიშვილი

Views: 674 | Added by: shockunia | Date: 19/Apr/2011 | Comments (0)

- გინდა ეზოში ჩავიდეთ და ჰაერობანა ვითამაშოთ?
- როგორ? არ ვიცი.
- სულ ადვილია, დაიხუჭები და მე დამიცდი,
ვიდრე ყვავილებს დაგიკრებ ფერადს...
- რამდენ ხანს უნდა გიცადო ასე,
შენი თამაშის მე აღარ მჯერა.
- ნახე, მთვარეა როგორი სავსე
გეთამაშები გინდა ბალიბოლს?
- ჯერ ვარსკვლავების ჰამაკში ჩამსვი!
- ჩაგსვამ, ღრუბლები ქარმა გარიყოს!
- გუშინ თოჯინას ვუჩხვლიტე ნემსი.
- მე მზე მოვარტყი მეზობლის შუშას.
გინდა თამაში დამტვრეულ გემში?
- რომ დაგვინახონ?
- ო, არაუშავს.
- ვარდის ფურცლები მაჩუქეს გუშინ,
ფოსტის მარკებში გაგიცვლი გინდა?
- გინდა გამთბარი ჰაერი ყურში?
ჩურჩულობანას თამაში გინდა?

Views: 757 | Added by: shockunia | Date: 09/Feb/2011 | Comments (0)

ქურდი ვარ....

ყველაზე გულწრფელი და გულახდილი ქურდი....

ვაღიარებ, რომ მზეს სითბო მოვპარე....

ვაღიარებ, რომ საათები მოვპარე დროს...

და იმიტომ თენდება გვიან...

დავდივარ და ვიპარავ აპრილის წვიმებს...

ხანდახან მზის სხივებსაც...

ცისარტყელას ფერები მოვპარე...

შვიდიღა დარჩა....

ვიპარავ ყველაფერს და ნელ–ნელა ვაწყობ გულს...

ზღვას ნაპირი მოვპარე...

ვარსკვლავებს ერთმანეთი...

და ალბად არ გეწყინება თუ გეტყვი, რომ სანამ შენ ამას კითხულობდი, ცოტა სითბო და სიყვარული მოგპარე...

სულ ცოტა....

დღეს მაინც რომ მეყოს....

Views: 831 | Added by: shockunia | Date: 09/Feb/2011 | Comments (0)

არ დაგარიგებ მჯერა შენც იცი,

ცხოვრების წესი,რომ არის დაღლა,

თვალებს ნუ დახრი და ნუ მოიწყენ,

შენ მარტო არ ხარ

შენ მარტო არ ხარ...

იღლება მზეც და ამოდის მთვარე

დაღლილ მთვარეს კი მზე ეფერება,

წვიმს,სიყვარულიც იღლება ოდეს

მას განშორებით თუ ეშველება,

იღლება თოვლიც და დნობას იწყებს

ჭკნება ვარდი და ამოდის ია

აი სიცოცხლე მაინც ფერადი

და არასოდეს არ არის გვიან...

განა შენ მარტო მეც დავიღალე

და ირგვლივ ბევრი დაღლილი ვიცი,

მაგრამ გჯეროდეს ესეც გაივლის

თუ მოინდომებ ყველაფერს შეცვლი,

არ იღლებიან გარდაცვლილები

მათ მშვიდი ძილით სძინავთ და დუმან

ჩამოიბერტყე მტვრიანი ფრთები

და შენს თავს რამე ახალი უთხარ,

უთხარ რომ გიყვარს დილა მზიანი,

არც წვიმიანი არის ურიგო,

გახსოვდეს მტერი ჩასაფრებული

გაიღიმე და დაე,გიცქიროს,

შეისხი ფრთები სკივრში მალული,

ყოვლისშემძლეა ადამიანი

დღეს დაიბადე გჯეროდეს ამის

არაფერია ქვეყნად გვიანი.

არ დაგარიგებ მჯერა შენც იცი,

ცხოვრების წესი,რომ არის დაღლა,

თვალებს ნუ დახრი და ნუ მოიწყენ

შენ მარტო არ ხარ...

შენ მარტო არ ხარ...

Views: 5762 | Added by: shockunia | Date: 08/Feb/2011 | Comments (0)

ნუთუ უჩემოდ უფრო საამოდ იშრიალებდა ედემის ბაღი,
ნუთუ უჩემოდ იქნებოდი უფრო ძლიერი ან უფრო ლაღი,
თქვი, რა გახდა ის ერთი ნეკნი-ნუთუ ესოდენ დიდი მსხვერპლია,
ხომ გავურბოდით ერთად ქარიშხალს-დღეს რატომ მესვრი სიტყვას ეკლიანს.
მარტოობაში შვებას ხომ გგვრიდი, ხომ გიქარვებდი ფიქრებს სევდიანს.
ერთად სიცოცხლე, ერთად სიკვდილი-უფლის განგებით ჩვენი ბედია.
და არც არასდროს, და არც არასდროს მე უშენობა არ მინატრია.
მე ვიცვლებოდი.. საუკუნენი ისე მიჰქროდნენ, ვერც კი ვამჩნევდით,
ვიცვლიდი სახელს, ზნესა და სახეს და იზრდებოდნენ ჩვენი ბავშვები.
ხან მიწურ ქოხში გითბობდი ვახშამს,გელოდი როგორც ცოლი მორჩილი,
ხან სასახლეში გიწვევდი რაინდს, რომ შემებორკე ტრფობის ბორკილით.
ხან გეკუთვნოდი სულით ხორცამდე, ხან ვიყავ შენით უარყოფილი.
და გადიოდა ასე ტკბილ-მწარე წუთივით მოკლე წუთისოფელი.
...და თუ ვცოდავდი-ვცოდავდი შენთან, ზოგჯერ შენს გამო, ზოგჯერ კი შენთვის.
მანკიერება ჩემო, ყოველი შენს პირველ ცოდვას ერწყმის და ერთვის.
მე დიდხანს ვდუმდი, მაგრამ დუმილი ყოველთვის ოქრო არაა თურმე,
სულ ერთი სიტყვით ისე მატკინე გული, რომ დღემდე ვერ განვიკურნე.
მე მგონი დროა, რომ შეგახსენო საბედისწერო ის ერთი დილა,
როცა უგვანმა ღალატმა შენმა ბედნიერება ჩემი დაჩრდილა.
გახსოვს, შეგვრისხეს...მაგრამ რა მერე? მე არც სამოთხე მსურდა უშენოდ,
სულ სხვა რამ მტკივა ამდენი წელი და ამ სატკივარს როგორ ვუშველო.
უფლის წინაშე თავდახრით მდგარმა, როცა სასჯელის იგრძენი შიში
-ევას ბრალია-ჩაიბუტბუტე და თითქოს მაშინ ხელახლა იშვი.
ჩემს თვალშჲ თითქმის ხელახლა იშვი,როგორც სულმოკლე, მფრთხალი კაცუნა,
ეს შენ მომიშთე რწმენა და გული და არა ეშმამ და მაჯლაჯუნამ.
როგორ გამწირე?! უფალი შენგან მხოლოდ სინანულს ელოდა მაშინ.
კაცი მეგონე და ხელში შემრჩა შეშინებული მოზრდილი ბავშვი.
...მაგრამ მიყვარხარ, მიყვარხარ ადამ! ესაა ჩემი სასჯელიც, ჯილდოც.
უფლის ხელთაა გულისთქმა ჩემი და ტვირთი უნდა ბოლომდე ვზიდო.
გმირიც, ლაჩარიც, ძუნწიც და ქველიც, ავიც, კეთილიც, ბრძენიც და ხელიც
მე ჩემი ცრემლით უნდა განგბანო და სათნოება შენი ვამრავლო .
ალბათ, ესაა, რაც მასულდგმულებს, ალბათ ესაა რაც დღემდე მშველის,
მე, შენი ნეკნის ერთი ნამტვრევი-მაგდალინელიც და ღვთის-მშობელიც,
შენთან ვარ მარად და გადის ასე წუთივით მოკლე წუთისოფელი...

Views: 808 | Added by: shockunia | Date: 08/Feb/2011 | Comments (2)

ჰო, ბრბოს ურჩევნია ფარსი,
მოდი, ვითამაშოთ "ბისზე",
მერე წავუჭიროთ ყელში
ეჭვებს გაოფლილი ხელი,
გული მიეჩვია ყიალს,
ღამე მიეჩვია ლოდინს,
ძველი ნიღბებივით ყრია
ყალბი ღიმილები მტვერში.
და მე ბედისწერით- ქალმა
და შენ კაცმა-მთავარ როლში,
გრძნობა მუქ ტონებში ვხატეთ-
სიტყვებს შევუხამეთ ფერი,
ბრბომ კი ვერ შენიშნა სივრცე,
ბრბო ხომ არ პატიობს ფრთებს და
მერე მიტოვებულ ჭაში
ყველა სიხარული დაშრა...
მაინც ხელუკუღმა ცერცვი,
სცენის შევაყარე კედლებს,-
თუმცა დახვეწილად მეცვა
ტანზე ტყუილების კაბა-
და აღარ უნდოდა სწავლა
არცერთ მიმიკას, თუ სიბრძნეს-
ბედი ამზადებდა უხმოდ,
ლამაზ და ფინალურ წასვლას...
მერე მე მივბრუნდი ზურგით
შენგან,
ყველასგან და ასე...
თავაწეულმა და ფრთხილად,
ფარდა მივაფარე წარსულს,-
შენ ხომ უფლისწული იყავ,
სადღაც მეათასე ციდან,
მე კი არასოდეს ვგავდი
მეფის ნაბოლარა ასულს.

ჰო, ბრბომ აირჩია ფარსი,
მე-ზურგშექცეული დრამა...

Views: 690 | Added by: shockunia | Date: 08/Feb/2011 | Comments (0)

ცხვირი ცხვირზე,

გული გულზე,

სუნთქვა სუნთქვას გაენაბა,

აციმციმდა თვალები და

ღიმი ღიმში გამეხლართა.

ბაგაბუგით სისხლი დადის,

დააქვს სითბო,

სიტკბო დააქვს,

შენს თვალებზე ღრმა და ნაზი

სილამაზე ცასაც არ აქვს.

მივიხედე გვერდზე, წამში

გაგეხლართა ხელი თმაში,

ამიჩეჩე-დამიჩეჩე.

ღიმი უფრო თბილი მზეზე...

სიყვარული უთქმელი და

გამომდნარი თვალებიდან,

სადღა არის ტკივილები?

ცხრა მთას იქით გამერიდა...

აკრეფილი, აზიდული

თმა მძიმეა, მუქზე მუქი

და კეფაზე კოცნა დაჯდა,

სიყვარულის ტკბილი დამღა...

წამწამებთან წამწამები,

შენს თვალებში ჩავიძირე...

ორი მკლავი, თბილზე თბილი

- მოდი აქ, არ გამიცივდე...

Views: 1067 | Added by: shockunia | Date: 08/Feb/2011 | Comments (0)

მე ვარ ფოთოლი,

მძლავრი ხე მკვებავს,

მე ვარ ოცნება, ვერც ვერვინ მხედავს.

მე ვარ სიკეთე,რომელსაც ხშირად,

ადამიანი ფეხითაც თელავს.

მე ზღვის ტალღა ვარ,

უჩუმრად ვღელავ.

ქარიშხალი ვარ–

არ მინდა შველა.

მე გაზაფხულის ლამაზი დღე ვარ,

სიზმრად ქცეული ნატვრის ხეც მე ვარ,

ცისკრის ვარსკვლავი,

და დილის ქროლვა,

მე არვის ვგევარ

მე მხოლოდ მე ვარ...

Views: 833 | Added by: shockunia | Date: 18/Jan/2011 | Comments (0)

« 1 2 3 4 5 6 7 ... 38 39 »
საიტის მენიუ

კატეგორიები
ვიდეო [9]
პროზა [10]

შეფასება
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

მეგობრები

შოკუნია © 2007 Website builderuCoz